აზერბაიჯანელი სამხედრო პირი საქართველოს საზღვარზე გარდაიცვალა

სასაზღვრო პუნქტ “სინიგ კერპიუზე”, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, სატვირთო მანქანა სასაზღვრო ზოლზე შემოწმების მიზნით გააჩერეს. სატვირთოს მძღოლი დოკუმენტების საჩვენებლად გადმოვიდა, რა დროსაც მანქანა ადგილიდან დაიძრა, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო. შედეგად, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც სატვირთოს წინ იდგა, სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები მიიღო.
ფაქტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები