ქართული საბავშვო თოჯინების თეატრი ფრანკფურტში „თი-ბი-სი“ ბანკის მხარდაჭერით წარდგა

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ამასთან დაკავშირებით, ბაზრობის ფარგლებში გამართულ თეატრალურ ფესტივალ „მდინარის ნაპირზე” („River Bank”) წელს, „თი-ბი-სი“ ბანკის მხარდაჭერით, ქართული საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრი – „მცირე პწკალა” წარმოდგენა – „მუსიკალური ცისარტყელით” იყო მიწვეული.
„მუსიკალური ცისარტყელა”, მუსიკალურ-შემეცნებითი საოპერო წარმოდგენაა, რომელიც სხვადასხვა სახის თოჯინური ეტიუდებისგან შედგება. პროექტი „მცირე პწკალა” 2012 წლიდან არსებობს. მისი ავტორი „ანდღულაძის ვოკალური ფონდის” ხელმძღვანელი ნოდარ ანდღულაძე იყო, ხოლო ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი „თი-ბი-სი“ ბანკი. 24-26 აგვისტოს გამართულ „მდინარის ნაპირის” საფესტივალო პროგრამაში „მცირე პწკალასთან” ერთად, სხვა ქართული კოლექტივებიც მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში, ისტორიაში პირველად, ლიტერატურული პრემია „საბას” კონკურსის საზეიმო ცერემონიაც გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები