ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 62 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. წამლობა თერმული ნისლის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობს. პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა, რომელსაც წამლობის დაწყებამდე, რეკომენდაციები გააცნეს.
მხარის გუბერნატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში ინტენსიური სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.
“სახელმწიფო აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ამასთან, მავნებელთან ბრძოლისას, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად, მნიშვნელოვანია კოორდინირებული მიდგომა და მოსახლეობის ჩართულობა”, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
შეწამვლითი სამუშაოები ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები