სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნას FRUCOM-ის გენერალური მდივანი ეხმაურება

FRUCOM-ის გენერალური მდივანი ანნა ბულოვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნას ოფიციალური წერილით გამოეხმაურა და საქართველოს თხილის ასოციაციის FRUCOM-ში გაწევრიანებაში მის როლზე ისაუბრა.
FRUCOM-ი გამომშრალი თხილის უმსხვილესი ექსპორტიორია ევროპაში, რომელიც მსოფლიოში თხილის უმსხვილეს ექსპორტიორებს, ტრეიდერებსა და მწარმოებლებს აერთიანებს. ანნა ბულოვას თქმით, ალექსანდრე მოწერელია პირადად იყო ჩართული და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2016 წელს, ჰამბურგში ორგანიზებულ FRUCOM-ის ღონისძიებებში.
„საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ბატონმა ალექსანდრე მოწერელიამ უდიდესი დახმარება გასწია, საქართველოს ასოციაციის FRUCOM-აში გაწევრიანების კუთხით. იგი პირადად გახლდათ ჩართული და HEPA–ის მმართველ დირექტორთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2016 წელს, ჰამბურგში და 2017 წელს, ბრიუსელში ორგანიზებულ FRUCOM-ის ღონისძიებებში. მან საქართველოს თხილის სექტორი ევროპელი იმპორტიორებისა და ღონისძიებაზე დამსწრე FRUCOM-ის ყველა წევრის წინაშე წარადგინა.
ალექსანდრე ძალზე მეგობრული, ენერგიული და უშუალო ადამიანია, რომელიც ჩინებულად ურთიერთობდა ჩვენს წევრებსა და თანამშრომლებთან.
ალექსანდრე მოწერილიას წარმატებას ვუსურვებ ახალ თანამდებობაზე და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ შევხვდებით. ასევე, იმედი მაქვს, რომ FRUCOM-სა და HEPA-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართველი მწარმოებლების, ექსპორტიორებსა და ევროპელი კომერსანტების სასარგებლოდ, მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ანნა ბულოვას მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები