სოფელ რაჭისუბნის შიდა გზების კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშოები დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში მძიმე ტექნიკა მუშაობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე არ ყოფილა კეთილმოწყობილი გზა, ასფალტის საფარს დააგებს. შესასრულებელი სამუშაოების საერთო მოცულობა 1600 გრძივი მეტრია.
სოფლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. გზის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სოფელ რაჭისუბნის რამდენიმე ქუჩაზე უკვე დაიწყო შიდა საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ ამ ქუჩებზე, სოფლის დაარსების დღიდან, არ ყოფილა ასფალტირებული გზა. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მივეცით, ეტაპობრივად შევასრულოთ და მცხოვრებლებს მუდმივად ჰქონდეთ განცდა, რომ თვითმმართველობაში არიან ადამიანები, რომლებიც მათზე ზრუნავენ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები