ბათუმში, გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა რეგიონში ჰიბრიდულ გამოწვევების საკითხები განიხილეს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოდგომაზე ეროვნული მედეგობის ცენტრის და რეგიონალური უნივერსიტეტების პარტნიორების სამეცნიერო კონფერენციას და სტრატეგიულ დისკუსიებს უმასპინძლებს, რომელთა მიზანიც აკადემიური და სატრეინინგო პროგრამების განვითარების ხედვის ჩამოყალიბება და გრძელვადიანი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთნ და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთნ მერაბ ხალვშთან გაიმართა.
ეროვნული მედეგობის პირველ კონფერენციაში და სტრატეგიულ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ახალციხის, ზუგდიდის, გორის, თელავის, ქუთაისის უნივერსიტეტები, ეროვნული მედეგობის ცენტრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები.
რეგიონში გამართულ შეხვედრებზე გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა რეგიონში არსებული ჰიბრიდულ გამოწვევების საკითხები და მათთან გამკლავების გზები განიხილეს, ასევე ყურდღება დაეთმო პრეზიდენტის მხარდაჭერით შექმნილი ეროვნული მედეგობის ცენტრის აჭარაში საქმიანობის კოორდინაციას და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობას, როგორც აკადემიური, ისე სატრეინინგო პროგრამების შემუშავებაში.
კონსულტაციების შედეგად გადაწყდა რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეურთდება ეროვნული მედეგობის ცენტრის კონსორციუმს.
გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი აჭარის რეგიონში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები