მამუკა ბახტაძე: არსებობს პროცედურები და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას

ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ დაკავშირებულ კითხვას.
ბახტაძის განცხადებით, განათლების მინისტრი და განათლების სამინისტრო საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ.
„მე მესმის, რომ არსებობს პროცედურები და არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ცნობილია, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა, რასაც სტუდენტები აპროტესტებენ. ისინი პრემიერს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები