კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა

“თბილსერვის ჯგუფმა” მთაწმინდის რაიონში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა.
„განხორციელებული ერთთვიანი მოსაპირკეთებელი სამუშაოების შედეგად მას პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა – ფილების 80% რესტავრირებული და შენარჩუნებულია“,- აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
მათივე ცნობით, რეაბილიტაციის შედეგს “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი და საკრებულოს წევრი ლევან არველაძე ადგილზე გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები