კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დღეს, 29 აგვისტოს დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში კომისია 24 საათიან რეჟიმში, 40-ზე მეტ ტელეარხს და 40-მდე რადიო მაუწყებელთან ერთად (მონიტორინგს ექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია), ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც გაუწევს მონიტორინგს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგს, კომისიაში დასაქმებულ პირებთან ერთად, კომისიის მიერ სპეციალურად შერჩეული მონიტორები განახორციელებენ. წინასაარჩევნო პერიოდში მედიას სულ 29 მონიტორი დააკვირდება.
„მედიამონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წინა საარჩევნო რეკლამა, წინა საარჩევნო დებატები, ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, ასევე, წინა საარჩევნო აგიტაცია და საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები წარმოადგენს“,- აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები