თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური- პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), ჭედიას, შუშის, ტაძრის, წყალსადენის და ლაზოს ქუჩების მცხოვრებლებს. ამავე მიზეზით, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის მცხოვრებლებს, ხოლო 10:30-17:00 საათამდე – თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, თემქის დასახლების III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ავშნის, ნიშნიანიძის და რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე კი ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის და ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაბაძის, აბასთუმნის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. შეზღუდვა ამავე საათებში იმოქმედებს ვაკის რაიონში რაზმაძის ქუჩის აბონენტებზე, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე – ილია ჭავჭავაძის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, აბაშიძის და რადიანის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე – უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ფერმწერთა და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს. ამავე მიზეზით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე – იოსელიანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში შემდეგ მისამართებზე: ბერი გაბრიელს სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, სერგო წულაძის, შალვა დოლიძის, გუდარეხის, ნინიძის, დიდგორის, სახალხოს, ლერწმის, ხევის, ჩარხის, დოდაშვილის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილის, მეველეს, სამგორის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში თავისუფლების მოედნის და ლეონისძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები