ხაშურთან ახლოს, ორ ქვეითს ავტომობილი შეეჯახა- ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა (ფოტოკოლაჟი)

ხაშურთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, “ბე ემ ვე”-ს მარკის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე შეჯახებისას ინერციით გზის საპირისპირო მხარეს გადავარდა, რა დროსაც საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. შედეგად ქვეითი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 176-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს მოკვლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები