ასპინძაში, ხვილიშის ეკლესიასთან 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

ასპინძაში, ხვილიშის ეკლესიასთან 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა.
„ბავშვი მშობლებმა ეკლესიაში მოსანათლად მიიყვანეს. ისინი წირვის დასრულებას ელოდებოდნენ, რა დროსაც, ბავშვმა გზაზე გადაირბინა და მანქანა დაეჯახა. მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა, მან ბავშვი ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასპინძის საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადა ბავშვს თბილისში, კომპიუტერული გამოკვლევისთვის გადაიყვანს. კლინიკაში ამბობენ, რომ 6 წლის ბიჭის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები