ილია მეორე: ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ წყალობა არ მოაკლოს საქართველოს

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა არის დედა მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული, გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა არის დედა მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს. ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წირვას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები პარლამენტისა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეეწიოს მათ“, – აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები