კახა კალაძე მარიამობის სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, მარიამობის სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაესწრო.
თბილისის მერმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ასევე ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. წმინდა მარიამი იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახებისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი!“- განაცხადა კახა კალაძემ.
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები