თამარ ტალიაშვილმა 101 წლის შუშანა ჩხვინკიას მარიამობის დღესასწაული მიულოცა

თბილისის საკრებულოს ზღვის უბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ზღვის უბნის ყველაზე უხუცესს ქალბატონს, აფხაზეთიდან დევნილ, 101 წლის შუშანა ჩხვინკიას მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
დეპუტატმა 101 წლის ქალბატონს რაიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შუშანა ჩხვინკია გულრიფშის რაიონიდანაა და ის უკვე 18 წელია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს.
,,მინდა მოგილოცოთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული – მარიამობა. ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვო ქალბატონ შუშანას დაა ამ საოცარი ქალბატონის უდრეკობა და დღეგრძელობა -ჩვენს ხალხს,’’- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
შუშანა ჩხვინკიამ ქართველ ხალხს მრავალი ბედნიერი მარიამობა და სიკეთე უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები