მამუკა ბახტაძე: საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა

„საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლისა და ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ ეს დღე უნდა აღნიშნოს ქრისტესმიერი სწავლებით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
ამასთან, მამუკა ბახტაძემ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებით ცხინვალსა და სოხუმში მყოფ მოქალაქეებს მიულოცა.
მისი თქმით, დღევანდელი დღეს ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულია.
„თითოეული ქართველისთვის დღეს არის განსაკუთრებული დღეა. დღეს ჩვენი მრავალეთნიკური ერი ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლისა და ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ ეს დღე უნდა აღნიშნოს ქრისტესმიერი სწავლებით. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა.
განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს მარიამობა ცხინვალსა და სოხუმში. ასევე, განსაკუთრებული სითბოთი მსურს მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები