სიონის ტაძარში საზეიმო წირვას პრემიერი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წევრები ესწრებიან

სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წევრები ესწრებიან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში საკათედრო საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები