თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით შეზღუდვა შეეხებათ:
 
გლდანის რაიონში, ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ სოფელ გლდანში (ნაწილობრივ), ჭედიას, შუშის, ტაძრის, წყალსადენისა და ლაზოს ქუჩებზე.
 
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, თემქის დასახლების III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ავშნის, ნიშნიანიძისა და რომელაშვილის ქუჩების აბონენტებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ხეხილ სანერგე მეურნეობაში, ლოტკინის სანერგე მეურნეობასა და ხუდადოვის ქუჩაზეც.
 
ჩუღურეთის რაიონში, ცაბაძის, აბასთუმნისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
 
ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება ყიფშიძის ქუჩასაც. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, აბაშიძისა და რადიანის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ უნივერსიტეტისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებსაც.
 
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ფერმწერთა და ინტენსიფიკაციის ქუჩების აბონენტებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება აგრარული უნივერსიტეტის დასახლებაში, ქოშიგორის დასახლებაში, დიღმის სასწავლო მეურნეობაში, აღმაშენებლის ხეივანში, სამხედრო გზატკეცილზე, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისისა და პეტრიწის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ იოსელიანის, ბალანჩივაძისა და ახალშენის ქუჩებსაც.
 
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, სერგო წულაძის, შალვა დოლიძის, გუდარეხის, ნინიძის, დიდგორის, სახალხოს, ლერწმის, ხევის, ჩარხის, დოდაშვილის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილის, მეველეს, სამგორისა და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
 
მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თავისუფლების მოედნისა და ლეონისძის ქუჩის (ნაწილობრივ) აბონენტებზე.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები