ანა მიქელაძე: ცესკო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეისწავლის

„ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და შედეგები ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“ – ამ სიტყვებით ეხმაურება ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერს.
როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ მიიღო.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და შედეგები ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. ცესკო ყურადღებას მიაქცევს, რომ მსგავსი ფაქტებით ზოგადად საარჩევნო პროცესს ჩრდილი არ მიადგეს. იმ შემთხვევაში კი, თუ დარღვევა დაფიქსირდა, საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი მკაცრი რეაგირება ექნება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე ჩანაწერი წარადგინა, სადაც მისივე თქმით, ინკოგნიტო პირი კრწანისის რაიონის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრება, რომლებიც ამბობენ, რომ კომისიაში დასასაქმებელ პირთა სიებს მმართველი პარტიის კრწანისის რაიონის კურატორისგან იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები