დავითაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზემო ვეძისში, დავითაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, 2400 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი იგება.
საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში მამუკა მდინარაძე და მე-5 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დავით უთმელიძე გაეცნენ.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის პრობლემა იყო, ახლა კი ასფალტი იგება. ასევე, კომპანია „ჯი-ვი-პის“ მიერ ახალი წყალარინების ქსელი მოეწყო და მოწესრიგდა წყლის სისტემა“, – გაიოზ ვასაძემ.
გზის რეაბილიტაციას კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები