“სააპელაციო პროცედურების გარეშე ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ცვლილება დადგენილ წესებს ეწინააღმდეგება“

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრი მანანა რატიანი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლისთვის სააპელაციო პროცედურების გავლას ყველაზე მოსახერხებელსა და ეფექტურს უწოდებს.
რატიანის განცხდებით, საბჭო დაკომპლექტებულია დარგის სპეციალისტებით, რომლებიც სარგებლობენ დიდი ნდობით და გამოირჩევიან ობიექტურობით.
“მე როგორც ზოგადასაგანმანთლებლო სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრი ვიტყოდი, რომ საბჭოს მიერ აკრედიტაციის გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ყველაზე ქმედითი გზა ჩემი აზრით არის სააპელაციო საბჭო, რომელიც შედგება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისა და განათლების ექსპერტებისაგან. საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პირს შეუძლია გააპროტესტოს და მიმართოს სააპელაციო საბჭოს. ვადების მხრივ აპელაციის საბჭო ბევრად უფრო სწრაფი და ქმედითია ვიდრე სასამართლო. პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ სააპელაციო საბჭოსთან თანამშრომობა ნამდვილად მოსახერხებელია”, – განაცხადა მანანა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები