ბოლნისში, რამდენიმე ქუჩაზე გზის ქვაფენილით მოპირკეთება ხორციელდება

ბოლნისში, მერაბ კოსტავასა და წისქვილის ქუჩების პარალელურად, გზის ქვაფენილით მოპირკეთება ფარნავაზ მეფის, შოთა რუსთაველისა და ლადო ასათიანის ქუჩებზეც მიმდინარეობს. ამის შესახებ „კვირას“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
„ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოეწობა ტროტუარები და სანიაღვრე ცხაურები“,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოებისას ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები