თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის ნაწილს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზიირს, წყნეთის ხევის, ცხვედაძის, ტაბიძის, რაზმაძის, აბაშიძის და წყნეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, სახალხოს, ხევის, ჩარხის და მანავის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ), ქავთარაძის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები