მიხეილ სააკაშვილი: მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე მყოლია მე ცხოვრებაში

ჯონ მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს დასავლეთში და საერთოდ, მსოფლიოში – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ჯონ მაკკეინი იყო არა მხოლოდ ამერიკის, არამედ საქართველოს ეროვნული გმირიც.

„მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე მყოლია მე ცხოვრებაში. ეს არის წარმოუდგენელი დანაკარგი საქართველოსთვის და ძალიან მძიმე დანაკარგი მსოფლიოსთვის.ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას და გავიხსენოთ, რომ ის იყო საქართველოს ეროვნული გმირი, არა მხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი. რატომ იყო საქართველოს ეროვნული გმირი? იმიტომ, რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში, ყველაზე ისეთ დროს, როდესაც გვჭირდებოდა, ყოველთვის იდგა ჩვენი ერის გვერდზე, ყოველთვის გადაგვეფარა, გაგვიმართა ხელი და ყოველთვის ბოლომდე დაგვიჭირა მხარი.
ჩვენს მრავალათასწლოვან ისტორიაში, ძალიან ცოტა არის ასეთი ფაქტები. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მოღვაწე. ჩვენთვის, ყველასთვის არის დიდი პატივი, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობდით“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ჯონ მაკკეინი 81 ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები