ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, სიმამრმა დაჭრა

ბათუმში, წუხელ ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სიმამრმა დაჭრა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული. მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები