უშგულში, კოშკიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

უშგულში, კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტი შემდგომი დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში რჩება.

„პაციენტი განთავსდება კლინიკის ნეიროქირურგიულ-ნევროლოგიურგანყოფილებაში. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი“, – განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა ლიკა ჯაჯანიძემ.

19 წლის ახალგაზრდა სვანეთიდან თბილისში, გუშინ ვერტმფრენით გადმოიყვანეს. ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები