„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ დავალიანება გადაიხადა

ფინანსური დავალიანება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასამართლო პროცესის დასრულებამდე გადაიხადა. ამის შესახებ IBSU-ს სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

უნივერსიტეტის რექტორი და სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტები მამუკა ბახტაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები