მამუკა ბახტაძე: ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მხურვალე მხარდამჭერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მხურვალე მხარდამჭერი.ის იყო ამერიკელი გმირი, რომლის დანატოვარი მთელ მსოფლიოში ცოცხლობს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მის ოჯახთან არის“, – წერს მამუკა ბახტაძე ტვიტერზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ჯონ მაკკეინი 81 ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები