გიორგი მარგველაშვილი: ფასდაუდებელია ჯონ მაკკეინის თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს სენატორის ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას. ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე იქცა პატრიოტიზმის, სიმართლისათვის ბრძოლის, ღირებულებებისათვის თავგანწირვისა და შემართების სიმბოლოდ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსათვის. მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე განუზომელია, ფასდაუდებელია მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში.
მისი თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით განხორცილდა არაერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებას. ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მთელ ამერიკელ ხალხს. ჯონ მაკკეინის სახელი სამარადისოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში“, -აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ჯონ მაკკეინი 81 ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები