ირაკლი კობახიძე ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ჯონ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამერიკელი სენატორის, საქართველოს გამორჩეული მეგობრის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ჯონ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს“, -აღნიშნავს კობახიძე.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ჯონ მაკკეინი 81 ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები