სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში მოსახლეობას შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, არჩევნებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ზურაბიშვილი პარალელურად შეხვდა მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.
„ძალიან მაღალი მოლოდინი მაქვს, ბუნებრივად, როგორც პარლამენტარს, მაქვს ახლო ურთიერთობები ქუთაისელებთან. ქუთაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ჩემი საარჩევნო კამპანიისთვის, საერთოდ ეს არის საქართველოს მეორე ქალაქი, რეალურად კულტურის დედაქალაქი და უნდა დაიბრუნოს ეს ფუნქცია. სამწუხაროდ, ქუთაისი დიდხანს იყო მიტოვებული და მიძინებული. როგორც პრეზიდენტი, ვაპირებ, ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს ეს როლი სახელმწიფოსა და მსოფლიოში, რომ იყოს საქართველოს კულტურის ცენტრი და აკვანი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები