საკრებულოში საერთაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში” დახურვის ცერემონია გაიმართა

თბილისის საკრებულოს დარბაზში გოგონების საერთაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში” დახურვის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლების, აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა სინტია ჰუგერმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბედ რუდმა მიმართეს.
„დღეს ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა თქვენთან ერთად ყოფნა, რადგან კიდევ ერთხელ გავიზიაროთ ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგონების სურვილი, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში. სწორედ ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის მონაწილეობით არის შესაძლებელი ძლიერი, თანამედროვე ეკონომიკების შექმნა”, – ასე მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხელ ბატიაშვილმა ახალგაზრდებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის, განათლების სისტემისთვის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტექნოლოგიური საინჟინრო და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის გაძლიერება.
მიმდინარეობს სტარტაპების დაფინანსება, ახალგაზრდებთან მჭიდრო პარტნიორობა და მათთან ერთად სიახლეების, ინოვაციების შექმნა. ამ პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება რესურსებზე თანაბარ წვდომას და გენდერულ ბალანსს.
მან მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სტრატეგიული პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერით განხორციელებული ინვესტიციები განათლების სფეროში ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და უმუშევრობის დაძლევას.
ეს ყველაფერი კი საქართველოს თანამოქალაქეების კეთილდღეობასა და ქვეყნის სტაბილურობაზე აისახება. საქართველომ პირველად უმასპინძლა მსგავსი ტიპის საერთაშორისო ბანაკს გოგონებისთვის, სადაც იმყოფებოდნენ გოგონები საქართველოდან, ამერიკიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
ბანაკი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ დააფინანსა და გაეროს ფონდმა GIRL UP-მა განახორციელა. ბანაკის მიზანი იყო გოგონებში ხელი შეეწყო ტექნოლოგიების გამოყენებას და ისინი ამ მიზნით „ინტელის”, „გუგლის”, „მაიკროსოფტის” შეთავაზებულ ახალ ტექნოლოგიებს გაეცნენ.
ორაგნიზატორები იმედოვნებენ, რომ მონაწილე გოგონები მომავალში აუცილებლად გააკეთებენ არჩევანს ტექნოლოგიური და საინჟინრო პროფესიების მიმართულებით, რაზეც დღეს მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები