ანაკლიაში, ფესტივალზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში გადაასვენეს

ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალზე გარდაცვლილი 21 წლის გიორგი ნიშნიანიძე სამტრედიაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ცხედრის ექსპერტიზა ქუთაისის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, გიორგი ნიშნიანიძე სამტრედიიდან ფესტივალზე დასასწრებვად მეგობრებთან ერთად წავიდა.
მატივე ინფორმაციით, ახაგაზრდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის საშუალებით გაიგეს. თუმცა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მათთვის უცნობია.
არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდის მეგობრები სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.
ამ დროისთვის გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები