„არც კი გვიგრძვნია, რომ ვინმე განსაკუთრებული პირია ჩვენთან ერთად სასტუმროში” – აბასთუმანში დამსვენებლები სოცქსელში ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ

აბასთუმანში მყოფი დამსვენებლები სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ და გაოცებას გამოხატავენ თბილისის ფორუმზე ერთ-ერთი მომხმარებლის თამარ მურუსიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს ივანიშვილის დაცვამ მისი მეუღლე და აუტისტი შვილი სასტუმროდან გააძევა.

როგორც დამსვენებლები წერენ, მათ არც კი უგრძვნიათ რომ სასტუმროში ვინმე განსაკუთრებული სტუმარი ისვენებდა.

„აგერ უკვე მე-5 დღეა ერთად ვისვენებთ და გუშინ გავიგე, რომ თურმე ვიღაცა სასტუმროში არ შემოუშვა დაცვამ და გააგდოო…
ჰოდა ყველანაირი საწინააღმდეგო აზრი მისაღებია ჩემთვის თუ სამართლიანობის პრინციპებს ემსახურება, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა ნამდვილად, რადგან მე-5 დღეა არც კი გვიგრძვნია, რომ ვინმე განსაკუთრებული პირი არის ჩვენთან ერთად სასტუმროში და ხალხიც ჩვეულებრივად მოძრაობს ვისაც როგორ და სადაც უნდა…
ალბათ სხვა რომ ყოფილიყო მთელი ამ დღეების მანძილზე დახურავდა მთელ სასტუმროს და მართლა არავინ იქნებოდა მის გარდა, მაგრამ კიდევ ერთხელ: ეს ის შემთხვევა არაა.
მგონია, რომ კრიტიკა ძალიან კარგია, განსაკუთრებით ჯანსაღი, მაგრამ თუ ამისათვის არანაირი საფუძველი არაა კარგით რა, ცოტა სხვა რამეზეც იფიქრეთ ან უბრალოდ დაისვენეთ ეგეც ასწორებს.

P.S. ამ ფოტოებს კიდევ ერთი დატვირთვა აქვს. ბევრი სიახლეა ჩვენს ცხოვრებაში და ყველანაირ წარმატებასთან ასოცირებული ენერგეტიკა გვჭირდება ნამდვილად“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დამსვენებელი გიგი გაჩეჩილაძე.

თამარ მურუსიძის კომენტარის შემდგომ, პოსტი გამოაქვეყნა რუსუდან ცირეკიძემ, რომელმაც ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. რუსუდან ცირეკიძე წერს, რომ ,სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და უნებლიედ დეზინფორმაციის გამავრცელებლის როლში აღმოჩნდა.

„არასოდეს ჩემი ფბ. ისტორიის მანძილზე დეზინფორმაცია არ გამივრცელებია და არ მიჭორავია, ჩემი ფოლოვერები დამეთანხმებიან, ჩემს მოვალეობას არ შეადგენს იმ ინფორმაციის გადამოწმება, რაც ვრცელდება, თუმცა ვცდილობ, ესეც გავაკეთო.
ორი დღის წინ დავდე სქრინები ფორუმ.ჯი-ს ერთ ერთი იუზერის 12 აგვისტოს პოსტებიდან, სადაც აღშფოთებული აღწერდა თუ როგორ გამოაგდეს მისი მეუღლე და აუტისტი შვილი აბასთუმნის სასტუმროდან ბიძინა ივანიშვილის დაცვამ, ლამის დეტალებში აღწერდა როგორ შეამოწმეს მთელი სასტუმრო, ნომრები, და ბოლოს იმასაც კი წერდა აი ახლა სათითაოდ უშვებენ სასტუმროში დამსვენებლებს,მას მერე რაც მათი ნომრები შეამოწმესო. წერდა, რომ იყვნენ ძაღლებით და მათ პოლიციაც ეხმარებოდა.
(იხ.სქრინი 1,2,3,4 ). ეს იუზერი არ არის ოპოზიციურად განწყობილი და არასოდეს ადრე დეზინფორმაციაში შემჩნეული არ ყოფილა, თანაც რამდენიმე დღის შემდეგ ივანიშვილი მართლა ჩავიდა აბასთუმანში. ამავე დროს, საყოველთაოდ ცნობილია რა მისი დამოკიდებულება საკუთარ უსაფრთხოებასთან, სრულიად დამაჯერებელია, რომ მისი დაცვა შეამოწმებდა მთელ სასტუმროს, მის იქ შესახლებამდე.
სტატუსს მოჰყვა გამოხმაურება – მათ შორის ერთდროულად რამდენიმე ქალბატონის, რომლებიც უარყოფდნენ ამ ინფორმაციას, თბილად მოიხსენიებდნენ ივანიშვილის დაცვის “ღიმილიან ” წევრებსაც, ამბობდნენ, რომ იცნობდნენ ამ ოჯახსაც და წერდნენ, რომ შეესწრნენ ამ ამბავს აბასთუმანში და არაფერი მსგავსიც კი არ მომხდარა.
დღეს სტატუსზე კომენტარი გააკეთა სასტუმროს დირექტორმა და უკვე ამ იუზერის მეუღლემაც, ანუ ამ ინციდენტის “გმირმა” ქალბატონმა.
თავს ვალდებულად ვთვლი მათი კომენტარები ამ, ცალკე სტატუსში გამოვიტანო, რათა არ ჩაიკარგოს კომენტარებში. ჩვენ აქ სასამართლო არ გვაქვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურსაც აქვს თავდაცვის უფლება ,
ქალბატონი წერს, ( 5, 6, 7) , რომ ივანიშვილის დაცვა იქცეოდა კორექტულად, არავინ სასტუმროდან არ გამოუშვიათ, და არც სხვა ნომრები შეუმოწმებიათ, მითუმეტეს ძაღლებით. მან უბრალოდ იხუმრა, მეუღლემ კი მისი ხუმრობა არასწორად გაიგო.
თავს შევიკავებ ყოველგვარი შეფასებებისგან, უბრალოდ ვდებ ყველაფერს ისე, როგორც დაიწერა“, – წერს რუსუდან ცირეკიძე.

 

12 აგვისტოს ერთ-ერთმა მომხმარებელმა თბილისის ფორუმზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ოჯახის წევრები აბასთუმანში იმყოფებოდნენ, რა დროსაც იმავე სასტუმროში დასასვენებლად ჩავიდა ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით ივანიშვილის დაცვამ მისი მეუღლე და აუტისტი შვილი სასტუმროდან გააძევა. ფორუმზე აღნიშნულს მწვავე რეაქციები მოჰყვა, ისტორია გავრცელდა სხვა სოციალური ქსელების მეშვეობითაც. ინფორმაცია მალევე აიტაცეს ფეისბუქის მომხმარებლებმა, მეტწილად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა. ისტორიის ფართოდ გავრცელების შემდგომ მას თავად ინციდენტის მონაწილე პირების მხრიდან რეაქცია მოჰყვა. ფორუმზე გახსნილი თემის ავტორის მეუღლემ და მისმა ძმამ ფეისბუქზე განმარტეს, რომ ისტორია დამახინჯებულად ვრცელდება და ისინი სასტუმროდან არავის გაუძევებია.

შემთხვევას ასევე გამოეხმაურნენ მურუსიძის ძმა და სასტუმროს მენეჯერი.

გიორგი მურუსიძე წერს :

სასტუმროს ხელმძღვანელმა, დიტო გოგილაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ვინმეს პრობლემა შეექმნა ან სასტუმროდან გააძევეს ასევე ტყუილი უწოდა:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები