სამგორის რაიონში 10 საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა

სამგორის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართებზე სახურავებს აწესრიგებს.
„ბრტყელი სახურავები მოწესრიგდა ვარკეთილი 3-ში, რ. დვალის ქუჩის N11 კორპუსში, ქინძმარაულის შესახვევის N21 კორპუსში, შუამთის ქუჩის N15-ში, მოსკოვის გამზირზე, მე-5 კვარტლის N2 კორპუსში, ოცხელების ქუჩის N25ა-ში, მესამე მასივში, მე-5 მიკრორაიონის N2 კორპუსში და პირველი კვარტლის „ე“ კორპუსში. აღნიშნულ მისამართებზე, უმრავლეს შემთხვევაში შეიცვალა წყალსაწრეტი მილებიც.
ამის პარალელურად, ქანობიანი სახურავები და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა ვარკეთილის დასახლებაში, სამგორის ქუჩის N6-სა და აეროპორტის დასახლებაში, N2 სახლში“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათივე ცნობით, ამჟამად, ბრტყელი სახურავების მოწესრიგება მიმდინარეობს ქინძმარაულის შესახვევში N2 კორპუსსა და ვარკეთილი 3-ის მე-3 მიკრორაიონის 305ა კორპუსში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები