კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები იწყება

კახეთის რეგიონში, თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებს იწყებს.
„სამუშაოები აქტიურად დაიწყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დილიჩას ტერიტორიაზე, სადაც შპს „მექანიზატორის“ 2 ერთეული ტრაქტორით 82 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება. საშემოდგომო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 76 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში“,- აცხადებენ გარეოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები