ბათუმის მუსულმანურ სასწავლებელში, სავარაუდოდ, მუნია გავრცელებული – პანსიონატი ფაქტს უარყოფს

ბათუმში, ფ. ხალვაშის პირველი ჩიხის 3 ნომერში მდებარე ე.წ. სტეფანოვკის ვაჟთა სკოლა-პანსიონატში, მოსწავლეების უმეტესობას სავარაუდოდ, მუნი აქვს.
„კვირას“ ინფორმაციით, ბავშვებს ტანზე გაურკვეველი წარმოშობის პარაზიტები აღენიშნებათ, პანსიონატის ადმინისტრაცია კი ფაქტს საგულდაგულოდ მალავს და არ ახმაურებს.
„კვირა“ პანსიონატის დირექტორს რამაზ (შამილ) კაკალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული კატეგორიულად უარყო და განაცხადა რომ ბავშვებს ახლა არდადეგები აქვთ.
„ჩვენ დაახლოებით თვენახევარია ბავშვები არ გვყავს, რაც ბავშვები სკოლის არდადეგებზე წავიდნენ, მას შემდეგ ჩვენ ბავშვები არ გვყავს. ეს ცრუ ინფორმაციაა. არ აქვთ არანაირი გამონაყარი, ასეთი რამ რომ ყოფილიყო მე მეცოდინებოდა. ცხოვრებაში არ ყოფილა მსგავსი ფაქტი, 2005 წლიდან ვფუნქციონირებთ და მუნის შესახებ არც კი მსმენია“, – განაცხადა რამაზ კაკალაძემ.
„კვირას“ ინფორმაციით, აღნიშნული სკოლა-პანსიონატი მუსულმანური სასწავლებელია, სადაც დაახლოებით 30 ბავშვი ირიცხება, ამ ბავშვებიდან 15-20 მოსწავლე პანსიონის მუდმივი მაცხოვრებელია. ესენი ის ბავშვები არიან, რომლებსაც სასკოლო არდადეგები არ ეხებათ და ამ პერიოდში პანსიონატი მათი საცხოვრებელი ადგილია.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, პანსიონატში თითქმის ყველა ასაკის ბავშვი სწავლობს. ვაჟები პანსიონატში მუსულმანურ წეს-ჩვეულებებს და ყურანს სწავლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები