ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დიდუბეში 11 მისამართზე დაფინანსდა

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 11 მისამართზე დაფინანსდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N26 კორპუსში და აკაკი წერეთლის გამზირის N13 კორპუსში მიმდინარეობს, ხოლო ბაგრატიონის ქუჩის N29-სა და დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N5 კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, ერთ მისამართზე მიმდინარეობს სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები, ხუთ მისამართზე – შიდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, ხოლო ერთ მისამართზე უკვე დასრულდა.
აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ და მათი საერთო ღირებულება 143 440 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები