მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის და ათეულის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ორგანიზებით და მასწავლებელთა პრფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017-2018 წლების საუკეთესო ათეულებისა და ჟიურის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს განვითარების გეგმებსა და კონკრეტულ სიახლეებზე იმსჯელეს, რომლებიც მომდევნო სეზონისათვის დაინერგება. ამასთანავე, განიხილეს საზოგადოების მეტი ჩართულობისა და პროფესიის პოპულარიზაციის სხვადასხვა ინსტრუმენტი.
კონკურსი არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ხუთეული 5 სექტემბერს დასახელდება, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” 2018-ის მფლობელი გახდება. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით 10 000 ლარს გადაეცემა.

ჯილდოს გენერალური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ჯილდოს პარტნიორები არიან „ლიბერთი ბანკი“, ტელეიმედი და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით კონკურსი წელს მეორედ ტარდება. პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მასწავლებელთა კორპუსის, განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან აღნიშნული პროექტი მიჩნეულ იქნა წარმატებულად და მოიპოვა პოზიტიური გამოხმაურება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები