ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა

ყაზბეგის გამზირის N29 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დღეს, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მე-5 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო გოგუაძე და ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დავით უთმელიძე გაეცნენ.
„ჩვენ დავიწყეთ სკვერის რეაბილიტაცია, სადაც ბავშვებისთვის გასართობი ზონა და მოსახლეობისთვის დასასვენებელი ადგილი მოეწყობა. სკვერის გარშემო რამდენიმე კორპუსია, შესაბამისად უბანი ძალიან დატვირთულია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგვეწყო დასასვენებელი სივრცე.
ასევე, ახალგაზრდებისთვის უკვე მოვაწყვეთ სტადიონი და სპორტული ტრენაჟორები, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.
სკვერის მოწყობის სამუშაოებს კომპანია “გრინსერვის+” აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები