გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეები 4 ერთეული თხმელას სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთი მოქალაქე  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა და ერთ-ერთ მათგანს სხეულის დაზიანება თავის არეში მიაყენა”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

აღნიშნულ ფაქტზე, შსს-ს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ი. ლ. სისხლის სამართლის კოდექსის  353-ე მუხლით დააკავეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ  წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები