თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურმიშვილის გამზირის, ჩარგლის, გუდამაყრის და ბუაჩიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, ახოსპირელის, ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, მოსიძის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, ყიფიანის, არსენას, ვეძინის, ბესიკის, ჭონქაძის, აბესაძის, დადიანის, ლერმონტოვის, კოტე აფხაზის, ალავერდოვის, ბეთლემის აღმართის, აბო თბილელის, კუფტინის, ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, ანტონ კათოლიკოსის, სანაპიროს (ნაწილობრივ), ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის და გოგჩას ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის, შეშელიძის და ფეიქართა ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IIIა (ნაწილობრივ) და V მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), ლუკიანე თაბუკაშვილის, ქავთარაძის და თავხელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკავარის I ქუჩის, ნადიკვარის დასახლების (ნაწილობრივ), კალანდაძის და ბერძნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების სატყეო უბნის და იმედაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ტეტელაშვილის დ ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები