სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის გზის მე-9 კმ-ზე 21 და 22 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 21 აგვისტოს, 10:00 სთ-დან 22 აგვისტოს 22:00 სთ-მდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე (საჯავახო) არსებული დაცული სარკინიგზო გადასასვლელის ორივე მხარეს, საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მოედნის მოწყობას (ასფალტბეტონის საფარის მოწყობა).
აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა გზის სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა გრუნტის გზაზე.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზაზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.
მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები