კახა კალაძე ორმოში მოზარდის ჩავარდნაზე: უახლოეს დღეებში დადგინდება, რამ გამოიწვია მიწის ჩავარდნა

“უახლოეს დღეებში დადგინდება, რამ გამოიწვია მიწის ჩავარდნა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
“ზუსტი მიზეზის დადგენაზე მუშაობენ. არის ერთი ვარაუდი, რომ აქ მეტრო გადის და თავის დროზე, როცა მშენებლობა მიმდინარეობდა, მაშინ არის დატოვებული არასწორად. მეორე – შეიძლება, მილის დაზიანებამ გამოიწვია. უახლოეს დღეებში გვეცოდინება ზუსტი მიზეზი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ,რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მოზარდს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები