ქარელში, ჯარისკაცი თანასოფლელმა შემთხვევით მოკლა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხვედურეთში, ჯარისკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მე-13 ბატალიონში მსახურობდა.
შემთხვევა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს მოხდა.
ჯარისკაცი უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული. მას ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თანასოფლელმა შემთხვევით მოკლა.
„კაცს ნაკვეთი ჰქონდა. ბოლო დღეებში ამბობდა, რომ ღამით, სავარაუდოდ, გარეული ცხოველი ნაკვეთს უზიანებდა. სწორედ ამის გამო, სანადირო თოფით ჩაუსაფრდა. ამ დროს ჩამოუვლია მეზობლის ბიჭს, მას ცხოველში აერია და ესროლა. ასეთი ტრაგედია დატრიალდა სოფელში. ეს კაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა“, – აცხადებენ ბრალდებულის თანასოფლელები.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები