როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

20-23 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები