სოფელ წევაში საუბნო გზა აღდგა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ წევის რამდენიმე უბანში სამანქანო გზა მწყობრიდან იყო გამოსული. ამის გამო, ზედა წევის ორ უბანში გადაუდებელი სერვისების მიწოდება შეუძლებელი იყო.
მუნიციპალიტეტის მერი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნულ პრობლემას ადგილზე გაეცნენ და გადაწყდა, რომ საუბნო გზა ადგილობრივი ძალებით აღედგინათ.
600-მეტრიან მონაკვეთზე, ერთ-ერთ უბანში, მთის ქანის დაყრა გახდა საჭირო, ხოლო მეორეგან – დაახლოებით 150 მეტრი სიგრძის ახალი გზა გაიჭრა.
„სამანქანო გზა, დიდი ხანია, არ ფუნქციონირებს ამ უბნებში, რაც ხელს უშლიდა მოსახლეობის გადაადგილებასა და მათთვის გადაუდებელი სერვისების მიწოდებას. ადგილობრივი ძალებითა და მუნიციპალიტეტის ტექნიკური რესურსის გამოყენებით, მდგომარეობა შეიცვალა და მოსახლეობა ცენტრალურ გზამდე ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებს“, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები