„დავით ტურაბელიძე მარტოხელაა, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, მისი ერთადერთი მეგობარი თეთრი კატაა, რომელიც უკვე წლებია, გვერდიდან არ შორდება“

ის ჯერ 60 წლისაც არაა, მაგრამ უკვე ვერ დადის, საწოლს ვერ სცილდება. გადატანილი ინსულტის შემდეგ, საუბარიც უჭირს, მალე იღლება. ერთადერთი მისი მეგობარი თეთრი კატაა, რომელიც უკვე წლებია, გვერდიდან არ შორდება.
დავით ტურაბელიძე მარტოხელაა, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს და მთელი დღეები 4 კედელს შესცქერის. სულ ცოტახნის წინ, იგი ბევრი ადამიანისთვის საყრდენი იყო – მუშაობდა, თავსაც ინახავდა და სხვებსაც ეხმარებოდა. ოჯახი არ შექმნა, რაზეც ახლა ძალიან ნანობს.
ერთ დღეს, მისი აქტიური და ბედნიერი ცხოვრება დასრულდა – გადატანილი ინსულტის შემდეგ, ფაქტობრივად, პარალიზებულია.
„მეგობრებო, ბატონ დავითს ჩვენი დახმარება სჭირდება. მას საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და თეთრეული ესაჭიროება. თუ გაქვთ სურვილი, დაეხმაროთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დავით ტურაბელიძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/355-turabelidze/ „,- აცხადებენ „ჩერნოვეცკის ფონდში“.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები