ავარიის გამო, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე საცობია

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, ფონიჭალის დასახლებაში, საცობია და ავტომანქანების მოძრაობა შენელებულია.  მიზეზი აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რომელიც წუხელ გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ, თუმცა ავტომანქანების გაყვანა, ევაკუატორის დახმარებით, ამ წუთებში მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული სასჯელით დაჯარიმდა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები