ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება.
მისი თქმით, ბახმაროში უკვე მიმდინარეობს ელექტრომომარაგების და წყალკანალიზაციის საპროექტი სამუშაოები.
„ჩვენ უკვე გვაქვს ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რაც გვაძლევს საშუალებას, ამ კურორტს მივუდგეთ ერთი კონცეფციის ფარგლებში. პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში დამსვენებელი მიდის და მეორეს მხრივ, განვავითაროთ ის, როგორც თანამედროვე კურორტი. გენერალური გეგმა მოიცავს ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის კონცეფციასაც. ის შემუშავებულია ოთხი სეზონის კურორტის კონცეფციიდან გამომდინარე. ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დღეს ბახმაროში ბახმაროში ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2018“ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები